Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში დაბრუნდა ორი ახალგაზრდა ქალი, რომელიც 2013 წელს პაკისტანში დაატყვევეს


ორი ჩეხი ახალგაზრდა ქალი, რომელიც 2013 წელს პაკისტანში დაატყვევეს, გათავისუფლებულ იქნა და სამშობლოში დაბრუნდა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ 28 მარტს ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰანა ჰუმპალოვა და ანტონიე ხრასტეცკა უკვე ჩეხეთში არიან. როგორც იუწყებიან, თურქეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაცია მონაწილეობდა მოლაპარაკებაში მათ გამოსახსნელად. ჰუმპალოვა და ხრასტეცკა 2013 წლის მარტში დაატყვევეს შეიარაღებულმა პირებმა სამხრეთ პაკისტანში, როცა ისინი ავტობუსით მიემგზავრებოდნენ ინდოეთიდან ირანში. 2014 წლის ოქტომბერში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ორი ქალი ჩეხეთის მთავრობას სთხოვდა დახმარებას გათავისუფლებაში და ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა.

XS
SM
MD
LG