Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის წარმომადგენელი მოელის წინსვლას შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი საუბრობს წინსვლაზე ირანის ბირთვული პროგრამისადმი მიძღვნილ მოლაპარაკებაზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში იმართება. მოლაპარაკების მიზანია, 31 მარტამდე მიაღწიონ წინასწარ შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ზარიფი ჟურნალისტებს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ცალ-ცალკე შეხვდა ფრანგ და გერმანელ კოლეგებს, ლორან ფაბიუსსა და ფრან-ვალტერ შტაინმაიერს. ზარიფის შეფასებით, ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია წინსვლის მიღწევა. მოლაპარაკებები გადავიდა განსაკუთრებით რთულ ეტაპზე, როცა ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა ცდილობენ დაადგინონ, შეძლებენ თუ ვერა უთანხმოების დაძლევას და 31 მარტამდე ჩარჩო-შეთანხმების მიღწევას. დღეს ზარიფი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისაც. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

XS
SM
MD
LG