Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილეები კომპრომისს ეძებენ


შვეიცარიიდან იუწყებიან, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილეები ცდილობენ კომპრომისის გამონახვას გეგმისამებრ, ამ თვის ბოლომდე წინასწარი შეთანხმების მისაღწევად. ირანის, საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ლოზანაში მსჯელობენ შესაძლო შეთანხმებაზე ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად - თეირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თეირანი გამოთქვამს მზადყოფნას, შეზღუდოს ურანის გამდიდრება და ბირთვული მასალის მარაგის უდიდესი ნაწილი უცხოეთში გაიტანოს. ხოლო ანონიმური წყაროების თანახმად, დასავლელი დიპლომატები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ირანს ჰქონდეს ურანის გამდიდრების შეზღუდული, მკაცრად გაკონტროლებული უნარი, მედიცინის სფეროში ამ მასალის გამოსაყენებლად. თეირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

XS
SM
MD
LG