Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში ათასობით ადამიანი შეიკრიბა აქციაზე ტერორიზმის დასაგმობად


ტუნისის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა აქციაზე ტერორიზმის დასაგმობად. დემონსტრანტები ტუნისის დროშების ფრიალით გაემართნენ ბარდოს მუზეუმისაკენ, სადაც 18 მარტს ექსტრემისტების თავდასხმისას მოკლეს 21 უცხოელი ტურისტი და ტუნისის ერთი მოქალაქე. ანტიტერორისტული აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ უცხოელი ოფიციალური პირებიც, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი. დემონსტრაციამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ტუნისელმა სამხედროებმა მოკლეს ცხრა ექსტრემისტი, მათ შორის 18 მარტის თავდასხმის მომწყობთა ლიდერი, ალჟირელი ლოკმან აბუ სახრი.

XS
SM
MD
LG