Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჩარჩო შეთანხმების ბედი გაურკვეველია


დასავლელი ინკოგნიტო დიპლომატის თქმით, კვლავაც გაურკვეველია იმ შეთანხმების ჩარჩოს ბედი, რომლითაც ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ ირანმა უნდა შეკვეცოს ბირთვული პროგრამა. ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენელთა შეხვედრა შვეიცარიაში 30 მარტს გაიმართა, ერთი დღით ადრე იმ დათქმულ ვადამდე, როდესაც შეთანხმების პროექტის შემუშავება უნდა დასრულდეს. ამ შეხვედრაში მონაწილე დასავლელი დიპლომატის თქმით ყველაზე რთული პრობლემები უკავშირდება პირველი 10 წლის განმავლობაში ბირთვული საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის ხანგრძლივობას, გაეროს მიერ ირანზე დაწესებული სანქციების გაუქმებას, ანდა მათ აღდგენას, თუ ირანი არ შეასრულებს პირობებს. "შეუძლებელია არსებობდეს შეთანხმება, თუ ჩვენ არ გვექნება პასუხები ამ შეკითხვებზე“, - მოჰყავს ინფორმირებული დიპლომატის სიტყვები სააგენტო როიტერსს.

XS
SM
MD
LG