Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰასან როჰანიმ მკაცრად გააკრიტიკა საუდის არაბეთი "ტერორისტების მხარდაჭერისთვის"


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ მკაცრად გააკრიტიკა საუდის არაბეთი და რიადს ბრალი დასდო „სირიაში, ლიბანსა და ერაყში ტერორისტებისთვის ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდებაში“. 18 აპრილს სიტყვით გამოსვლისას როჰანიმ დაგმო საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო იერიშები იემენში ჰუთიტი მეამბოხეების წინააღმდეგ. მანამდე ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ საჰაერო რეიდები „გენოციდისა“ და „დიდი დანაშაულის“ სახეს იღებს. თავის მხრივ, საუდის არაბეთი ირანს ბრალს სდებს ჰუთიტებისთვის იარაღის მიწოდებაში, რასაც ირანი უარყოფს.

XS
SM
MD
LG