Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2014 წელს მსოფლიოში ელექტრონული და ელექტროტექნიკური ნაწარმის ნარჩენებმა 42 მილიონი ტონა შეადგინა


2014 წელს მსოფლიოში ელექტრონული და ელექტროტექნიკური ნაწარმის ნარჩენებმა 42 მილიონი ტონა შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს გამოკვლევაში, რომელიც 19 აპრილს გამოქვეყნდა. ელექტრონული ნაგვის საერთო ღირებულება დაახლოებით 52 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. გამოკვლევის ავტორთა თანახმად, ელექტრონული პროდუქციის ნარჩენების უდიდესი ნაწილი (შვიდ მილიონ ტონაზე მეტი) მოდის აშშ-ზე, მეორე ადგილზეა ჩინეთი (ექვსი მილონი ტონა), შემდეგ მოდიან იაპონია, გერმანია და ინდოეთი.

XS
SM
MD
LG