Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: მოსკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები „მისტრალის“ გარშემო პრობლემის მოსაგვარებლად


საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, მოსკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრანგული წარმოების „მისტრალის“ ტიპის ავიამზიდების გარშემო შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად. გასულ წელს საფრანგეთმა გადადო რუსეთთან 1,5 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგება რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონოდ დაკავებისა და უკრაინაში მიმდინარე კრიზისში მოსკოვის როლის გამო. რუსეთმა განაცხადა, რომ ის ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვს, თუკი საფრანგეთი მას ხომალდებს არ გადასცემს. გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმედგაცრუება გამოხატა საფრანგეთის უარის გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ გემების არქონა არ დააზარალებს რუსეთის ბრძოლისუნარიანობას.

XS
SM
MD
LG