Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი არ წამოჭრის „მისტრალის“ თემას ერევანში ოლანდთან შეხვედრისას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, პუტინი არ აპირებს ერევანში 24 აპრილის ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრაზე წამოჭრას „მისტრალის“ საკითხი. საფრანგეთი ჯერჯერობით უარს ამბობს, რუსეთს გადასცეს „მისტრალის“ ტიპის ორი სამხედრო ხომალდი, უკრაინაში მოსკოვის მოქმედების გამო. პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა 20 აპრილს დაადასტურა, რომ პუტინი და ოლანდი აპირებენ 24 აპრილს ერევანში შეხვედრას, როცა დაესწრებიან ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომხის დახოცვის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. რუსეთი და საფრანგეთი „გენოციდად“ აღიარებენ სომეხთა გაჟლეტას. პესკოვის განცხადებით, ოლანდზეა დამოკიდებული, წამოჭრის თუ არა ერევანში „მისტრალის“ თემას. პრეზიდენტმა ოლანდმა 19 აპრილს თქვა საფრანგეთის ტეელევიზიაში, რომ შესაძლოა განიხილოს ეს საკითხი სომხეთში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს. საფრანგეთმა შარშან შეაჩერა 1,5 მილიარდ დოლარად შეფასებული კონტრაქტი რუსეთთან, მოსკოვის მიერ უკრაინის კუთნვილი ყირიმის ანექსიაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის როლზე საპასუხოდ. რუსეთი აცხადებს, რომ კომპენსაციას მოითხოვს, თუ მას არ გადასცემენ "მისტრალის" ტიპის სამხედრო ვერტმფრენმზიდებს.

XS
SM
MD
LG