Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები


26 აპრილს საღამოს ყაზახეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტიურობა პრეცედენტოდ მაღალი იყო. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შევიწროვებულია ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია, 74 წლის ნაზარბაევი სავარაუდოდ იოლად შეძლებს მეხუთე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. საპრეზიდენტო არჩევნებში მის მეტოქეები თურგუნ სიძიკოვი და აბელგაზი კუსაინოვი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მთავრობის მომხრე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთი მონაწილეობით კონკურენტული არჩევნების ილუზიის შექმნას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG