Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: ყაზახეთში ელექტორატს შეზღუდული არჩევანი ჰქონდა


ყაზახეთში 26 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, ელექტორატს შეზღუდული არჩევანი ჰქონდა რეალური ოპონენტების არ-არსებობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდულობის გამო. ეუთოს ეს შეფასება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ მოქმედ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ერგო ხმების 97,7%, რის შედეგადაც ის მეხუთე ვადითაც დარჩება პრეზიდენტის პოსტზე. საარჩევნო კომისიის მონაცმემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის სარეკორდო 95,22%-მა. 75 წლის ნაზარბაევი მეოთხედ საუკუნეზე მეტია, მართავს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ყაზახეთს. ის მკაცრად აკონტროლებს მედიას და მარგინალიზებული ჰყავს ოპონენტები.

XS
SM
MD
LG