Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშა ჯგუფს დაევალება ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანის წესების განსაზღვრა


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ უნდა განისაზღვროს ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანის წესები. ამის შესახებ გიორგაძე ესაუბრა შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს და, როგორც მან თქვა, უახლოეს დღეებში შეიკრიბება ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. კულტურის მინისტრი ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლების მინისტრებს შეუთანხმდა, რომ იმსჯელებენ იმაზე, თუ ეს ჯგუფი რა შემადგენლობის იქნება და რა საკითხებს განიხილავს. „ვფიქრობ, ძალიან ბევრი დეტალი იქნება გასააზრებელი და დასარეგულირებელი, ამიტომ ვფიქრობ, საკმაოდ კომპლექსური მუშაობა მოგვიწევს. ის, რომ ეს სფერო დასარეგულირებელია და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტი რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

XS
SM
MD
LG