Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში შიიტური მეჩეთის აფეთქებისას დაიღუპა ოთხი ადამიანი


საუდის არაბეთის აღმოსავლეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა შიიტური მეჩეთის აფეთქების შედეგად. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ცნობა ამის შესახებ მან "ტვიტერით" გაავრცელა. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავმდასხმელებმა მეჩეთის მახლობლად დააყენეს მანქანა, რომელშიც ბომბები ჰქონდათ დამონტაჟებული. ამ პროვინციაში ეს შიიტურ მეჩეთზე მეორე თავდასხმაა მას შემდეგ, რაც 22 მაისს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი.

XS
SM
MD
LG