Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ფეხბურთის ფედერაცია აღარ მოითხოვს ფიფადან ისრაელის გარიცხვას


პალესტინის ფეხბურთის ფედერაციამ უკან წაიღო თავისი წინადადება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან ისრაელის გარიცხვის თაობაზე. დღეს აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ციურიხში, სადაც ფიფას კონგრესი მიმდინარეობს, და ისრაელი დაადანაშაულეს პალესტინელ ფეხბურთელთა გადაადგილებისთვის ხელის შეშლაში. პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჯიბრილ რაჯუბის თქმით, იგი დაარწმუნეს, უკან დაიხიოს, თუმცა მისივე განცხადებით, „ეს არ ნიშნავს, რომ ვნებდები“.

XS
SM
MD
LG