Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიწას მიაბარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევგენი პრიმაკოვი


რუსეთში მიწას მიაბარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი, რომელიც 26 ივნისს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. პრიმაკოვი მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო რუსეთის პოლიტიკური ელიტის მრავალი წარმომადგენელი, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ორივე პალატის დელეგაციები. სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს პანაშვიდი, რომელსაც გაუძღვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, კირილე. ევგენი პრიმაკოვი, გარდა იმისა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო 1998-99 წლებში, იყო აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრი და ხელმძღვანელობდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს. პრიმაკოვმა თბილისში გაატარა ბავშვობა და სიყმაწვილე.

XS
SM
MD
LG