Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ გამოაქვეყნა იმ პირების სია, რომელთა მიმართაც სანქციები დააწესა უკრაინის კრიზისის გამო


კანადამ გამოაქვეყნა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების გაფართოებული სია, რომელთა მიმართაც უკრაინის კრიზისის გამო სავიზო და ეკონომიკური სანქციები დააწესა. სავიზო შეზღუდვები ამოქმედდა „ ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის“ წარმომადგენლების ალექსანდრ დუგინის, პაველ კანიშევის და ანდრეი კოვალენკოს წინააღმდეგ. სანქციები გავრცელდა ასევე საინვესტიციო კომპანია „მარშალ კაპიტალისა“ და მოტოციკლისტთა კლუბ „ღამის მგლების“ წინააღმდეგ. სიაში ძირითადად ფიგურირებენ ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორის საწარმოები და ორგანიზაციები. მათ შორის, „გაერთიანებული ავიამშენებელი კომპანია“, „ტულის იარაღის ქარხანა“, „ობორონპრომი“, ასევე კომპანიები „გაზპრომი“, „გაზპრომნეფტი“, „სურგუტნეფტგაზი“ და „ტრანსნეფტი“.

XS
SM
MD
LG