Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობამ ასს გადააჭარბა


ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ინდონეზიის ქალაქ მედანის საცხოვრებელ რაიონში. სატრანსპორტო თვითმფრინავი ორ სახლსა და სასტუმროს დაეცა და შემდეგ აფეთქდა. საჰაერო ძალების ხელმძღვანელის აგუს სუპიატნას ცნობით ბორტზე 113 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა. ჩამოვარდნის ადგილას სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა ვითარებას ართულებს ადგილზე გაჩენილი ხანძარი.

XS
SM
MD
LG