Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით აიღო სტარტი უიმბლდონის ჩოგბურთელთა ტურნირში


წარმატებით დაიწყო უიმბლდონის ტურნირში ასპარეზობა ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ბალახის კორტებზე მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მიჩნეული ასპარეზობის პირველ წრეში 23 წლის სპორტსმენმა იოლად დაამარცხა არგენტინელი ფაკუნდო ბანისი - 6:4, 7:6, 6:2. მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე იქნება მასზე ათი წლით უფროსი ესპანელი ჩოგბურთელი ფელისიანო ლოპესი. სადღეისოდ ბასილაშვილი მსოფლიოს 153-ე ჩოგანია, ხოლო ლოპესი – მე-16.

XS
SM
MD
LG