Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი გამოდის ახალი ინიციატივით კრიზისის მოსაგვარებლად


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა რეფორმების შესახებ ახალი წინადადებით მიმართა უცხოელ კრედიტორებს, მაგრამ ზოგი ევროპელი ოფიციალური პირი მის წინადადებას არასაკმარისად მიიჩნევს. ხოლო გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უარყო ახალ წინადადებაზე მოლაპარაკების შესაძლებლობა, საბერძნეთში 5 ივლისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებამდე. „ახლა რეფერენდუმს დაველოდებით. საბერძნეთში რეფერენდუმამდე ვერ გავმართავთ მოლაპარაკებას დახმარების ახალ პროგრამაზე და ეს, სხვათა შორის, შეუძლებელია გერმანიის პარლამენტის ნებართვის გარეშე, რადგან ახლა ვიმყოფებით ევროპის სტაბილურობის მექანიზმის სამართლებრივ სივრცეში“, - განაცხადა მერკელმა გერმანიის პარლამენტში. ევროპის სტაბილურობის მექანიზმი, რომელიც მან ახსენა, არის ევროზონაში კრიზისების მოგვარების მუდმივმოქმედი პროგრამა. საბერძნეთმა ვერ შეძლო წუხელ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გადაეხადა ვალის მომსახურების თანხა - მილიარდ 550 მილიონი ევრო და ამრიგად დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბერძნეთი არის პირველი განვითარებული ქვეყანა, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია. 1 ივლისს ევროზონის ფინანსთა მინისტრები მართავენ შეხვედრას საბერძნეთის დახმარების პირობებზე ხელახლა მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG