Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ დასტურდება კვიტაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია კვიტაშვილის გადადგომის შესახებ დღეს გაავრცელა უკრაინის პარლამენტის წევრმა „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ იგორ კონონენკომ. დეპუტატის ინფორმაციას სინამდვილესთან შეუსაბამო უწოდა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა. თავად ალექსანდრე კვიტაშვილმა კიევში, 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მინისტრის თანამდებობიდან მისი დათხოვნის ინიციატივის ლობირება უკავშირდება მედიკამენტების შეძენის სისტემის რეფორმირებას, რომელსაც უკრაინის პარლამენტსა და მთავრობაში გარკვეული ჯგუფები ეწინააღმდეგებიან.

XS
SM
MD
LG