Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანურმა სასამართლომ ქალის ჩაქოლვაში ბრალდებულები შეიწყალა


ავღანეთის სააპელაციო სასამართლომ სიკვდილის დასჯის განაჩენი გაუუქმა 4 კაცს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ქალის ჩაქოლვაში. ქალს, 27 წლის ფარხუნდას უსამართლოდ დააბრალეს ყურანის დაწვა. დახურულ კარს მიღმა სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს კანონმდებლებმა და აქტივისტებმა, რომლებმაც სასამართლოს ნაბიჯი კონსერვატიული რელიგიური ფრთის გამარჯვებად მიიჩნიეს.

XS
SM
MD
LG