Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „შეშფოთებულია“ უკრაინის უარით მოელაპარაკოს მეამბოხეებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „არაერთხელა აჩვენა, რომ არ შეუძლია შეთანხმების მიღწევა მეამბოხეებთან“. ლავროვმა დასძინა, რომ უკრაინის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები არ აკმაყოფილებდა „არც ერთ მოთხოვნას“ მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულებისა, რომელსაც ხელი თებერვალში მოაწერეს. მან მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს ზეწოლა მოახდინონ უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა კიევმა პატივი სცეს სამშვიდობო ხელშეკრულებას და პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს სეპარატისტებთან. პრორუსმა სეპარატისტებმა მანამდე განაცხადეს, რომ უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებები მათთან კონსულტაციის გარეშე შედის და თქვეს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ოქტომბერში ჩაატარებენ.

XS
SM
MD
LG