Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკკეინი: აშშ-ის ჯარის ყოფნა ავღანეთში უნდა გახანგრძლივდეს


აშშ-ის სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, ქაბულში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი, აშშ-ის, ჯარის ყოფნა უნდა გახანგრძლივდეს, რათა შეაჩეროს თალიბანის იერიშები, რომლებიც ბოლო პერიოდში გაძლიერდა.​ 2014 წელს აშშ-ის და კოალიციური ჯარის ავღანეთიდან გაყვანის შემდეგ თალიბებმა გააძლიერეს თავდასხმები და ავღანეთის არმიის ხელში მყოფი ზოგიერთი რეგიონი დაიკავეს. ნატოს თანახმად, არმიის, პოლიციის და უშიშროების სამსახურების 2300-ზე მეტი ოფიცერი მოკლეს წელს იანვრიდან მაისამდე, რაც შარშანდელთან შედარებით მსხვერპლის 53 პროცენტის ზრდას ნიშნავს.

XS
SM
MD
LG