Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში რეფერენდუმი ტარდება


საბერძნეთის ათი მილიონი მოქალაქე უყრის კენჭს გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა ათენმა ევროპის ლიდერების მიერ შეთავაზებული მომჭირნეობის გეგმა, კრიზისიდან გამოსვლის პირობა, თუ უარი უთხრას მას, რაც ამ ქვეყანას ევროს ზონის დატოვებად შეიძლება დაუჯდეს. ევროპის კომისია, სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთს, ამ გეგმის მიხედვით, ახალ კრედიტებს სთავაზობენ. სამაგიეროდ, ათენის მთავრობისგან მოითხოვენ ეკონომიკური პოლიტიკის გამკაცრებას. რეფერენდუმის ჩატარება მემარცხენე პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის ინციატივაა. მან ბერძნებს მოუწოდა უთხრან უარი "შიშს" და "ტერორს". შაბათს ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა კრედიტორების ქმედებას „ტერორიზმი“ უწოდა. თუ დამარცხდა, ციპრასი აპირებს განზე გადგეს და დაუთმოს ასპარეზი ახალ მთავრობას, რომელიც გაატარებდა მომჭირნეობის და გადასახადის გაზრდის ზომებს, რასაც ევროკავშირი მოითხოვს ახალი კრედიტების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG