Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი და ოლანდი საბერძნეთის კრიზისზე იმსჯელებენ


დღეს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეხვდებიან ერთმანეთს საბერძნეთში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასაუბროდ. ისინი გამოდიან მოწოდებით, სამშაბათს გაიმართოს სამიტი, რომელშიც ევროზონის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკომისია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად ეგრეთწოდებული „კრედიტორთა ტროიკის“ წევრია, მოითხოვს, საბერძნეთში გაიზარდოს გადასახადები და შემცირდეს სოციალური შემწეობები. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კვირას გამართულ რეფერენდუმში ბერძნებმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ვარაუდობენ, რომ ევროპის საფონდო ბაზრებსა და საერთო ვალუტას ზიანი მიადგება.

XS
SM
MD
LG