Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უარს ამბობს საბერძნეთის დახმარების ახალ პროგრამაზე


გერმანიის კანცლერის პრეს-სპიკერმა შტეფენ ზაიბერტმა 6 ივლისს განაცხადა, რომ საბერძნეთის „დახმარების ახალ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობს“. მან დასძინა, რომ საბერძნეთზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ის ევროზონაში და რომ ბერლინი ელის, თუ რა შეთვაზებას გააკეთებს ათენი. ევროჯგუფის ხელმძღვანელმა იერონ დიუსელბლუმმა კი განაცხადა, რომ საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს „ევროპა არ მიუყვანია უფრო ახლოს ათენის ფინანსური ვითარების გადაჭრასთან“. გერმანიის მკაცრი უარის მიუხედავად, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს საბერძნეთთან მიმართებით უფრო შემრიგებლური პოზიცია უჭირავთ.

XS
SM
MD
LG