Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიბრუნა კონტროლი სირიის ქალაქ ეინ ისაზე


ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიბრუნა კონტროლი სირიის ქალაქ ეინ ისაზე, რომელიც ქურთმა მებრძოლებმა ორი კვირის წინ დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს. ექსტრემისტების ამ წარმატების ფონია ვითარება, როდესაც სირიელმა ქურთებმა კონტროლს დაუქვემდებარეს ჩრდილოეთ სირიის დიდი ტერიტორია, მათ შორის სტრატეგიული ქალაქი ტალ აბიადი, რომლის გავლითაც ექსტრემისტებს ნავთობი გადაჰქონდათ „შავ ბაზარზე.“ უფრო ადრე „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი სირიელი მამაკაცის სიკვდილით დასჯას ასახავს.

XS
SM
MD
LG