Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი "ფანტაზიას" უწოდებს ირანთან შეთანხმების ალტერნატივის არსებობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, კონგრესის წევრები გააფრთხილა, რომ თუ ისინი ზურგს შეაქცევენ ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, ეს თეირანს „მწვანე შუქს“ აუნთებს ატომური გამდიდრების მიზნით ქმედებებისთვის. კერის თქმით, მიღწეული შეთანხმების ალტერნატივა არა უკეთესი შეთანხმება, არამედ ფანტაზიაა, რომელიც ირანის სრულ კაპიტულაციას ითვალისწინებს. კერი ამ განცხადებით გამოვიდა საგარეო საქმეთა კომიტეტში. როგორც მან კონგრესის სკეპტიკოს წევრებს უთხრა, ირანთან მიღწეული შეთანხმების მიზანი არ არის ქვეყნის კონსერვატორული რეჟიმის რეფორმირება - მისი მიზანია ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნის არდაშვება. კონგრესს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, 17 სექტემბრამდე აქვს დრო ირანთან შეთანხმების განხილვისთვის. შეთანხმება ზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG