Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და ერაყელი ქურთები მხარს უჭერენ თურქეთში სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ერაყელი ქურთების ლიდერი, მასუდ ბარზანი იზიარებენ მოსაზრებას, რომ თურქეთმა უნდა გააგრძელოს ქურთ მეამბოხეებთან სამშვიდობო პროცესი, თურქეთში ძალადობის გახშირების მიუხედავად. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, რომელიც 29 ივლისს გავრცელდა, შტაინმაიერმა და ბარზანიმ ამ საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საჭიროდ მიიჩნევენ, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" (PKK) და თურქეთმა განაახლონ სამშვიდობო პროცესი. მათი აზრით, "ესკალაციით მხოლოდ ექსტრემისტები მოიგებენ". ასევე 29 ივლისს თურქეთის პარლამენტი ოპოზიციის მოთხოვნით შეიკრიბა საგანგებო სხდომაზე ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსა“ და PKK-ს წინააღმდეგ მიმართულ საჰაერო დარტყმებზე სასაუბროდ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პარლამენტს მოუწოდა, იმუნიტეტი მოუხსნას ექსტრემისტებთან კავშირის მქონე პოლიტიკოსებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ მაღალი რანგის ოფიციალური პირისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 28-29 ივლისის ღამეს თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს ქურთი მეამბოხეების პოზიციებს ჩრდილოეთ ერაყში.

XS
SM
MD
LG