Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში, ლა-მანშის გვირაბთან, დაიღუპა სუდანელი მიგრანტი


საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეს პოლიცია აცხადებს, რომ ლა-მანშის გვირაბთან იპოვეს სუდანელი მიგრანტის გვამი და ვარაუდობენ, რომ მიგრანტს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. 25-დან 30 წლამდე ასაკის სუდანელი მამაკაცი დაიღუპა 28-29 ივლისის ღამეს, როცა 1500-მდე მიგრანტმა სცადა „ევროგვირაბში“ შეჭრა, მისი გავლით დიდ ბრიტანეთში ჩასაღწევად. საფრანგეთის მედიის მონაცემებით, 1 ივნისის შემდეგ კალეში უკვე ცხრა მიგრანტი დაიღუპა. კომპანია „ევროგვირაბი“ კი იუწყება, რომ იანვრიდან მოყოლებული მისმა უსაფრთხოების სამსახურმა 37 ათასზე მეტი მიგრანტი გადასცა სამართალდამცველ ორგანოებს.

XS
SM
MD
LG