Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კვლავ შეუერთდა ევროკავშირის შეზღუდვას ყირიმის და სევასტოპოლის პროდუქციაზე


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადების თანახმად, საქართველო არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო დაწესებულ შემზღუდავ ზომებს, კერძოდ იქ ნაწარმოები პროდუქციის შეზღუდვას. განცხადების თანახმად, ევროკავშირის საბჭომ მიმდინარე წლის 19 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება არსებული ზომების ერთი წლით, 2016 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივების თაობაზე და ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა და საქართველო. დეკლარაციის თანახმად, ეს ქვეყნები თავიანთ სახელმწიფო პოლიტიკას საბჭოს ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანენ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ნაბიჯს. ამავე დროს, საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც, საბჭოს კიდევ ერთი დეკლარაციის თანახმად, შეუერთდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო დაწესებულ შემზღუდავ ზომებს.

XS
SM
MD
LG