Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა მოუწოდებს დემოკრატ კონგრესმენებს ირანთან შეთანხმების მხარდაჭერისკენ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 30 ივლისს მხარდამჭერებს განუცხადა, რომ კონგრესის დემოკრატი წევრების მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მხარდაჭერა არამყარია და მათ ბევრი უნდა იმუშაონ, რომ დაძლიონ შეთანხმების წინააღმდეგ მოქმედი აგრესიული ლობი. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვისაც მშვიდობა უნდა, არ უნდა დაუშვას იგივე შეცდომა, რაც ერაყის ომის წინ დაუშვა, როცა ომის მხარდამჭერებმა სძლიეს დემოკრატებს. „დღესდღეობით ირანთან შეთანხმების მოწინააღმდეგეები მოდებული არიან კონგრესის უწყებებს“, 20 მილიონი დოლარი დახარჯეს სატელევიზიო რეკლამებზე და ზეწოლას ახდენენ კანონმდებლებზე, რომ შეთანხმების წინააღმდეგ მისცენ ხმა. ობამა თვლის, რომ ირანთან შეთანხმების მოწინააღმდეგეთა შორის ბევრია, ვინც 2003 წელს აშშ ერაყში ომში ჩააბა. ობამას ვარაუდით, შეთანხმებაზე უარის თქმით, აშშ მომავალი ექვსი თვის ვადაში შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეს ირანთან სამხედრო დაპირისპირებაში.

XS
SM
MD
LG