Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: აშშ და სპარსეთის ყურის ქვეყნები დაუპირისპირდებიან დესტაბილიზაციის მომტან ნაბიჯებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში ემზადებიან დაპირისპირებისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევ ნაბიჯებთან. კერი ამ განცხადებით გამოვიდა 3 აგვისტოს, დოჰაში - მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, რომლებზეც განიხილეს ამ ქვეყნების რეგიონულ მეტოქეს, ირანს და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმება. კერის თქმით, ის და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ როცა სრულად ამოქმედდება, შეთანხმება რეგიონის უსაფრთხოებას გააძლიერებს. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა და ირანმა გასულ თვეში ვენაში მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვების დაწესების სანაცვლოდ. კერის თქმით, მინისტრებმა ასევე იმსჯელეს ანტისარაკეტო პროგრამაზე. კერის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აშშ-ის თანამშრომლობის დამატებით ზომებში ასევე შევა სადაზვერვო მონაცემების გაზიარება და სპეციალური ძალების წვრთნა.

XS
SM
MD
LG