Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელებს ირანთან შეთანხმების დაბლოკვის იმედი აქვთ


რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საკმარისი ხმა აქვთ ირანთან შეთანხმების დასაბლოკად, თუმცა - არასაკმარისი რეზოლუციაზე პრეზიდენტის სავარაუდო ვეტოს დასაძლევად. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა პიტერ როსკამმა განაცხადა, რომ პალატის 434 წევრიდან 218 - ყველანი რესპუბლიკელები - ირანთან შეთანხმების წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას. კენჭისყრა რეზოლუციაზე 17 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 290 ხმაა საჭირო. წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ვეტოს შესანარჩუნებლად დემოკრატებისგან საკმარის მხარდაჭერას ელის.

XS
SM
MD
LG