Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში "სოლიდარობის პრემია" მიანიჭეს ბორის ნემცოვის ქალიშვილს


რუსეთში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, უფროსმა ქალიშვილმა ჟანა ნემცოვამ პოლონეთში მიიღო პრემია დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის. ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის პრემია, რომელსაც უკავშირდება ფულადი ჯილდო 1,1 მლნ დოლარის ოდენობით, ჟანა ნემცოვას 4 აგვისტოს გადასცეს ვარშავაში გამართულ ცერემონიაზე. ჟანა ნემცოვა რუსეთიდან გაემგზავრა მას შემდეგ, რაც მამამისი 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის მახლობლად მოკლეს. ნემცოვა აცხადებს, რომ რუსეთში მას ემუქრებოდნენ, რადგან დაჟინებით მოითხოვდა მამის მკვლელობის გულდასმით გამოძიებას.

XS
SM
MD
LG