Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლის პროკურატურა შეისწავლის კადაფის ვაჟის წამების კადრებს


ლიბიის ხელისუფლება შეისწავლის ვიდეოჩანაწერებს, რომელზეც ჩანს, როგორ სცემენ ციხის ზედამხედველები ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟს, საადისა და სხვა პატიმრებს. მასალაში ასახულია, აგრეთვე, საადი კადაფის ყვირილი ტკივილისგან, როცა მას ფეხის გულებზე ურტყამენ. როგორც ტრიპოლის პროკურორმა განაცხადა, ამჟამად ზუსტდება ზედამხედველის ვინაობა, რის შემდეგაც დაიწყება სასამართლო განხილვა. საადი კადაფი ტრიპოლის ციხეში 2014 წლის მარტიდან იმყოფება. გასულ კვირაში ლიბიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა კადაფის მეორე ვაჟს, საიფ ალ-ისლამს.

XS
SM
MD
LG