Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები


ერაყში მეხუთე დღეა გრძელდება დემონსტრაციები კორუფციის და ელექტროენერგიის ხარვეზებით მიწოდების წინააღმდეგ. ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ამარაში შეკრებილმა ასობით ერაყელმა ელექტროენერგია, სამუშაო და სამთავრობო რეფორმა მოითხოვა. ანტისამთავრობო პროტესტი 31 ივლისს ბაღდადში დაიწყო და შემდეგ მან სამხრეთის ქალაქები მოიცვა. ერაყში გაუსაძლის, 50 გრადუსიან სიცხეს ელექტროენერგიის რეგულარული გათიშვა ემატება. მთავრობამ სიცხის გამო ოთხდღიანი დასვენება გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG