თურქეთი აცხადებს, რომ მისმა ავიაციამ, აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის ფარგლებში პირველი იერში განახორციელა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციამ იერიში 28 აგვისტოს საღამოს მიიტანა სირიის საზღვრის გასწვრივ მდებარე ექსტრემისტების პოზიციებზე. ოპერაციამდე თურქეთმაც და აშშ-მა აგვისტოს დასაწყისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ანკარა შეუერთდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედ საერთაშორისო კოალიციას.
ყველაზე პოპულარული
1