Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის დელფინარიუმში ცხოველთა დაცვის მცდელობას ინციდენტი მოჰყვა


ბათუმის დელფინარიუმში რამდენიმე მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა. ისინი ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრები და მათი მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. როგორ "ინტერპრესნიუსს" ფედერაციის თავმჯდომარემ, თემურ ლაჭყეპიანმა განუცხადა, სხვადასხვა ქვეყნის 10 წარმომადგენელი ცხოველების დატყვევებას აპროტესტებდა, რა დროსაც ბათუმის დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. მისივე განმარტებით, ცხოველთა დამცველს პილპილის შემცველი ნივთიერება ჰქონდა, რომელიც თავდაცვის მიზნით გამოიყენა. ისინი პოლიციამ დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. „დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი“- დასძინა დელფინარიუმის წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG