Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი


უკრაინის პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა პოროშენკომ „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა კიევში მომხდარს, როცა უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთი წევრი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს. ეს იყო ანტი-უკრაინული აქტი, რომლის ორგანიზატორები, გამონაკლისის გარეშე - ყველა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები,უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, განაცხადა პოროშენკომ სატელევიზიო გამოსვლაში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა,ფედერიკა მოგერინიმთავის განცხადებაშიუკრაინის ამბებს "ძალიან შემაშფოთებელი" მოვლენები უწოდა. კიევში ძალადობა მოჰყვა ნაციონალისტების მიერ მოწყობილ დემონსტრაციას მაშინ, როცა დეპუტატები განიხილავდნენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლითაც იზრდება ავტონომიის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ მონაკვეთში მოქმედი პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, გვარდიის წევრი დაიღუპა სავარაუდოდ ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. დაჭრილია 90-ზე მეტი პოლიციელი, ერთ-ერთმა აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. კიევის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს კიდევ 30 დემონსტრანტი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ხელკეტები და წიწაკის გაზი. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, მას რეგისტრირებული 368 პარლამენტარიდან 265 მიემხრო. კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია თებერვალში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებაში. უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი შეიცავს პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას მოაწესრიგებს საგანგებო კანონი. კანონპროექტი ათზე მეტმა დეპუტატმაც გააპროტესტა - რადიკალური პარტიის და პოლიტიკური ალიანსის, „სვაბოდას“ წევრები სკანდირებდნენ „სირცხვილი, სირცხვილიო!“. საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მისაღებად, სულ მცირე, 300 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

XS
SM
MD
LG