Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია დევნილების მიღების გეგმას გამოაქვეყნებს


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია გეგმავს, 24 სექტემბრისთვის გამოაქვეყნოს დევნილების პრობლემის მოგვარების ფართო გეგმა. გერმანია წელს 800 ათასი ლტოლვილის მიღებას აპირებს, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე შარშან. გერმანია ყველაზე მეტ ლტოლვის მიიღებს. ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას მერკელმა მოუწოდა ევროკავშირის სხვა წევრებს, აღიარონ თავშესაფრის მაძიებელთა სამართლიანი განაწილების გეგმა. გერმანიის კანცლერი თვლის, რომ იტალიას ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს დახმარება, რათა გაუმკლავდეს ხმელთაშუა ზღვიდან იქ ჩასულ დევნილების პრობლემას. მერკელმა გააკრიტიკა ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის სლოვაკეთი, რომლებმაც უარი თქვეს ლტოლვილების მიღებაზე მაჰმადიანური ქვეყნებიდან. დევნილების გამო კრიზისი,მერკელის თქმით, გამოცდაა უნივერსალური უფლების იდეალებისა ევროპის შუაგულში. თუ ევროპა წარუმატებელი იქნება დევნილების საკითხში, თუ ეს კავშირი უნივერსალურ უფლებებთან გაწყდა, ეს აღარ იქნება ევროპა, რომელიც გვსურდაო, თქვა მერეკელმა. გაეროს თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპისკენ 2015 წელს გამოემართა 300 ათასი დევნილი.

XS
SM
MD
LG