Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიხსნება პარლამენტის საშემოდგომო სესია


დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით იხსნება. 2 სექტემბერს კი პლენარული სხდომის ჩატარება იგეგმება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც საშემოდგომო სესიის დასაწყისში მსჯელობის თემა იქნება "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ე.წ. მოტივირებული შენიშვნებია. საშემოდგომო სესიაზე მსჯელობის საგანი იქნება პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით "პროკურატურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები და "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტი. გარდა ამისა, როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, საშემოდგომო სესიაზე საარჩევნო ცვლილებების განხორციელებას და ამ მიმართულებით კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონის შეცვლას გეგმავს.

XS
SM
MD
LG