Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური დახმარება შესაძლოა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმაც მიიღონ


კანონით დადგენილი სოციალური დაცვის მექანიზმები, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს. ეს ინიციატივა პარლამენტს შესთავაზა ფრაქციამ "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი". პროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიღუპნენ და მას სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეები ემატება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ასეთი ოჯახები მიიღებენ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით განსაზღვრულ ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარის ოდენობით. ფრაქცია "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის" ინიციატივაზე ხვალ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG