Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მუშაობას შეუდგა „ამბასადორიალი - 2015“


2-4 სექტებერს თბილისი გაიმართება „ამბასადორიალი - 2015“. ყოველწლიურ, სამდღიან ფორუმში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები მონაწილეობენ. 2015 წლის ამბასადორიალზე გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები. 3-4 სექტემბერს ამბასადორიალის სამუშაო სესიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები. გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG