Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას


საქართველოს ხელისუფლება ურყევად და მტკიცედ მიჰყვება მთავარი მიზნის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზას - ამის შესახებ თბილისში, ამბასადორიალზე გამოსვლისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავარი კურსის პარალელურად, საქართველომ ურთიერთობები უნდა განავითაროს ჩინეთთან, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. „ამით, ხელი შევუწყვეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, რადგან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაში ელჩებს განსაკუთრებული მისია აქვთ.

XS
SM
MD
LG