Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იუნისეფი": შეიარაღებული კონფლიქტების გამო 13 მილიონამდე მოზარდი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს


გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების გამო, 13 მილიონამდე მოზარდი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. "იუნისეფის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბავშვები განათლების სისტემის მიღმა იზრდებიან. როგორც ფონდის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი პიტერ სალამა ამბობს, მიგრანტები სწორედ ამ მიზეზით ტოვებენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სირია, ერაყი, იემენი და ლიბია. ბევრი მასწავლებელი ტოვებს სამსახურს სკოლებზე გახშირებული თავდასხმების გამო. გარდა ამისა, სკოლები ხშირად დევნილებისა და კონფლიქტში ჩართული მხარეების თავშესაფრადაა გადაქცეული.

XS
SM
MD
LG