Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთი ოფიციალურად გამოაცხადა მტრად და განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანდება


უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ 2 სექტემბერს დაამტკიცა ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელიც რუსეთს სამხედრო ოპონენტად აცხადებს და ქვეყანას მოუწოდებს იმუშაოს ნატოში გასაწევრიანებლად. ამ განცხადებაზე ჯერჯერობით რეაგირება არ მოუხდენია რუსეთს, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და უარყოფს ბრალდებებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს იარაღს და სამხედრო ძალას აწვდის. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაბიჯის ფონია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, რომელსაც იწვევს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მცდელობა დამტკიცდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უფლებამოსილებას უზრდის რეგიონებს, მათ შორის აღმოსავლეთში, მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს. ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება ფაქტობრივად რუსეთთან კაპიტულაციას ნიშნავს. ჯერჯერობით გაურკვეველია ახალი სამხედრო დოქტრინა თუ შეასუსტებს წინააღმდეგობას დეცენტრალიზაციის გეგმის მიმართ. დოქტრინას ახლა პოროშენკომ უნდა მოაწეროს ხელი.

XS
SM
MD
LG