Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო


საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ შენიშვნების სახით წარმოდგენილ კანონპროექტსეროვნული ბანკიდან საზედამხედველო უწყების გამოტანის შესახებ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. ვეტოს გადალახვას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან ვეტოს დაძლევას მხარი არ დაუჭირეს. ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი ისევ უარს იტყვის ხელმოწერაზე, მაშინ კანონს ხელს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოაწერს. გავრცელებული ცნობებით, საპარლამენტო ოპოზიცია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები - აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ კანონპროექტი.

XS
SM
MD
LG