Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში „ვიშეგრადის ჯგუფის“ პრემიერ-მინისტრები იკრიბებიან


მიგრანტთა კრიზისის გადაჭრა იქნება „ვიშეგრადის ჯგუფის“ ქვეყნების პრემიერ-მინისტრების საგანგებო სამიტის მთავარი თემა. პრაღის სამიტის ფონია ორდღიანი დაპირისპირება პოლიციასა და ლტოლვილებს შორის უნგრეთში, სადაც პოლიცია უფლებას არ აძლევს მიგრანტებს მატარებლით გაემგზავრონ ავსტრიისკენ. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კონფლიქტური ქვეყნებიდან დაახლოებით 350 ათასმა მიგრანტმა მიაღწია ევროპის საზღვარს ნავების საშუალებით. საფრანგეთი და გერმანია გამოდიან ინიციატივით, რომ მიგრანტების ნაწილი გარკვეული კვოტის პრინციპზე, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ შეიფაროს, ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და პოლონეთი) ქვეყნები კი ეწინააღმდეგებიან ასეთი კვოტის დაწესებას.

XS
SM
MD
LG