საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პირადად მან და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს ჰქონდა ბევრად უფრო დახვეწილი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფდა საბანკო ზედამხედველობის საკითხებს. „პარლამენტმა ჩემი პოზიცია არ გაიზიარა. მე პატივს ვცემ პარლამენტის პოზიციას, მეტიც იმ დიდ პასუხიმგებლობას, რომელიც მათ ამ ნაბიჯით თავისთავზე აიღეს. მე პატივს ვცემ მათ აღებულ პასუხისმგებლობას და, რა თქმა უნდა, ხელს მოვაწერ ამ კანონს", - განაცხადა პრეზიდენტმა. 3 სექტემბერს საქართველო პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ შენიშვნების სახით წარმოდგენილ კანონპროექტს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო უწყების გამოტანის შესახებ და დაძლია პრეზიდენტის ვეტო.
ყველაზე პოპულარული
1